ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი შედგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისა და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტებისგან. ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსი
(შენიშვნა:„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 29 დეკემბრის №145/ნ ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასთან/ მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდასთან/ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებით სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაწყებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებებზე ვრცელდება ამავე ბრძანების ამოქმედებამდე არსებული რეგულაციები).
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შესახებ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა