FAQ

დარგობრივი მახასიათებლების რეესტრი

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი  

 

დარგობრივი მახასიათებელი არის აკადემიური განათლების სტანდარტი, რომელიც სწავლის სფეროს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრავს კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სწავლის შედეგების მინიმუმს, მათ მისაღწევად საჭირო სწავლება-სწავლის, შეფასების მიდგომებს, რესურსებს და სხვა არსებით მახასიათებლებს. დარგობრივი მახასიათებელი ეფუძნება საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, უმაღლესი განათლების ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ეროვნულ და საერთშორისო დონეზე მოქმედ სტანდარტებს, საუკეთესო პრაქტიკისა და საკანონმდებლო მოთხოვნებს.



უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების, განახლებისა და დამტკიცების, დარგობრივი საბჭოების, დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და საქმიანობის წესი (ბრძანება N476/ი 11.06.2019) - კონსოლიდირებული ვერსია.