FAQ

პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამები

საბაზისო პროფესიული განვითარების პროგრამების განმახორციელები შეიძლება იყოს: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულება; საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სხვა ნებისმიერი იურიდიული პირი.

დამატებითი პროფესიული განვითარების პროგრამების განმახორციელებელი შეიძლება იყოს: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულება; საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სხვა ნებისმიერი იურიდიული პირი; ფიზიკური პირი.

 

პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს;

პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 2233 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო 3008 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში.

 

აკრედიტაციის ვადა არის 5 წელი.