ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება, რომლის ფორმასა და განხორციელების წესს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ყოველწლიურ თვითშეფასებას განახორციელებენ ელექტრონული ფორმით, თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის - https://evaluate.eqe.ge/ გამოყენებით.
დამტკიცებული წესის შესაბამისად, დაწესებულებას თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა ავტორიზაციის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ და ვრცელდება ავტორიზაციის ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე პერიოდზე.
დაწესებულება თვითშეფასების ანგარიშს წარმოადგენს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს იმავე წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში.
სკოლის მიერ თვითშეფასების დადგენილი წესით განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი.
ცენტრის მხრიდან დაწესებულებებისთვის პროცესის მხარდაჭერის მიზნებისთვის, შექმნილია ზემოაღნიშნული ელექტრონული პლატფორმის გამოყენების სახელმძღვანელო.
2025 წელს დაწესებულებების მიერ თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 3 ნოემბრიდან 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.