FAQ

იურიდიული პირების რეგისტრაცია

იურიდიული პირების რეგისტრაცია დასრულებულია


„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში  preschoolregistration.emis.ge რეგისტრაციის გავლის ვალდებულება წარმოექმნა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებას, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  მიმართულებით ახორციელებდა საქმიანობას. 

 

რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან 2023 წლიდან ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ დაწესებულებებს.  


2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდა კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული დაწესებულებების რეგისტრაცია. 

 

სარეგისტრაციო ბმული 

 

დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მოხმარების ვიდეო ინსტრუქცია  

 



დაწესებულების პირველადირეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მოხმარების ინსტრუქცია