FAQ

ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაცია

ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაცია დასრულებულია

 

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული  ცვლილებების შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელთაც სურთ ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.   


რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების კანონისმიერ საფუძველს. 
 

ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაცია მიმდინარეობს და ბაზა დაიხურება 2023 წლის 31 მარტს. 
 

სარეგისტრაციო ბმული
 

დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მოხმარების ინსტრუქცია