FAQ

ავტორიზაციის სტანდარტები

                                   

 

 

ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი

 

დანართი N2

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

 

კომპონენტი/კრიტერიუმი

ინდიკატორი

მტკიცებულება

  1. დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება

1.1. დაწესებულების მისია

1.1.1. დაწესებულებას გააზრებული აქვს საკუთარი ადგილი და როლი საგანმანათლებლო სივრცეში და საზოგადოებაში

  1. დაწესებულების მისია ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას და განსაზღვრავს საკუთარ როლს, როგორც ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სივრცეს; 
  2. დაწესებულების მისიიდან გამომდინარე განსაზღვრულია დაწესებულების ხედვა და ღირებულებები;
  3. მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
  4. მისია, ხედვა და ღირებულებები გაზიარებულია დაინტერესებულ მხარეებთან და საჯაროდაა ხელმისაწვდომი.
  • მისიის, ხედვისა და ღირებულებების ამსახველი დოკუმენტი;
  • დაწესებულების მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების, გაზიარებისა და საჯაროობის უზრუნველყოფის  მექანიზმი და ამ პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები.

 

1.2. სტრატეგიული განვითარება

 

 

1.2.1. დაწესებულებაში მოქმედებს  დაგეგმვის პრაქტიკა

  1. დაწესებულებას აქვს სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმს და  ითვალისწინებს დაგეგმვის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას;
  2. სტრატეგიული გეგმა არის არანაკლებ ხუთწლიანი, ციკლური და შესაბამისობაშია დაწესებულების მისიასთან,  ხედვასთან და ღირებულებებთან. ის შეიცავს მისიასთან თავსებად მიზნებს და მიზნების შესაბამის ამოცანებს;
  3. სამოქმედო გეგმა არის ერთწლიანი. ის ეფუძნება სტრატეგიულ გეგმას და დაწესებულების ყოველწლიურ თვითშეფასებას;
  4. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია;
  5. მეთოდოლოგიის შესაბამისად დაწესებულება ახორციელებს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებას;
  6. სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და გამოიყენება დაწესებულების შემდგომი განვითარებისთვის.
  • სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია;
  • უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ დამტკიცებული სტრატეგიული განვითარების გეგმა და სამოქმედო გეგმა;
  • სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო  გეგმების შემუშავების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები;
  • მონიტორინგისა და შეფასების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები;
  • სტრატეგიული გეგმისა და გასული წლის სამოქმედო გეგმის შესრულების გამოქვეყნებული ანგარიში;
  • სტრატეგიული გეგმისა და სამოქმედო გეგმის შეფასების შედეგებზე რეაგირების მტკიცებულებები.

 

 

2. კურიკულუმი

 

 

 2.1. კურიკულუმის დაგეგმვა

    1. 2.1.1. დაწესებულებაში მოქმედებს კურიკულუმის დაგეგმვის პრაქტიკა

 

 

  1. პროგრამის განხორციელებისას დაწესებულება ხელმძღვანელობს წინასწარ შერჩეული/შემუშავებული  კურიკულუმით;
  2. დაწესებულების მიერ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმი ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი შედეგების მიღწევას;
  3. კურიკულუმი ეფუძნება თამაშს და ითვალისწინებს ბავშვს, როგორც აქტიურ მონაწილეს საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში;
  4. კურიკულუმი ითვალისწინებს ოჯახთან/თემთან თანამშრომლობას და მათ ჩართულობას;
  5. კურიკულუმი ითვალისწინებს მრავალფეროვან, ასაკისა და განვითარების შესაბამის საქმიანობებს;
  6. კურიკულუმი გაზიარებულია დაწესებულების პერსონალთან და მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან.  
  • დეკლარირებული კურიკულუმი/ კურიკულუმის ჩარჩო;
  • კურიკულუმის შემუშავების/შერჩევის მარეგულირებელი დოკუმენტი და პროცესის ამსახველი დოკუმენტები/მასალები;
  • კურიკულუმის გაზიარების ამსახველი დოკუმენტები/მასალები.

 

  1. 2.2 კურიკულუმის განხორციელება

2.1.1. დაწესებულებაში მოქმედებს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრაქტიკა

 

  1. საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა შეესაბამება კურიკულუმით განსაზღვრულ პერიოდულობას და ხანგრძლივობას;
  2. კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმების შემუშავება თანამონაწილეობითი პროცესია და ხორციელდება ჯგუფის საგანმანათლებლო პერსონალის მიერ;
  3. საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია ასახავს ჯგუფის საჭიროებებსა და ინტერესებს;
  4. საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია ასახავს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს;
  5. თამაში/თამაშის ელემენტები საგანმანათლებლო პროცესის, მათ შორის ტრანზიციის წარმართვის ძირითადი ხერხია;
  6. დღის განმავლობაში თითოეულ ბავშვს აქვს სხვადახვა ტიპის თამაშში ჩართვის საშუალება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად როგორც შენობაში, ისე მის გარეთ.

 

  • საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის და შეფასების მექანიზმი;
  • დღის განრიგი;
  • აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის პორტფოლიო (დღის განრიგი, კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმები, ინდ.გეგმები, რეფლექსიური ჩანაწერები და სხვ.).
  • სხვა საგანმანათლებლო პერსონალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პორტფილიო;
  • ბავშვების ინდივიდუალური პორტფოლიოები.

2.2.2. დაწესებულების საგანმანათლებლო რესურსი უზრუნველყოფს კურიკულუმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას

  1. დაწესებულებაში მოქმედებს საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მექანიზმი;
  2. დაწესებულებას აქვს კურიკულუმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსი ბავშვთა ზღვრული რაოდენობის  გათვალისწინებით;

 

  • საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით უზრუნველყოფის მექანიზმი;
  • კურიკულუმის მიზნების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსით უზრუნველყოფის დოკუმენტაცია;
  • წიგნების აღრიცხვის ჟურნალი/საბავშვო ბიბლიოთეკის აღმწერი დოკუმენტი.

2.2.3. დაწესებულების შიდა და გარე სივრცეები მოწყობა უზრუნველყოფს კურიკულუმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას

  1. ჯგუფური ოთახის და გარე სივრცის ფიზიკური გარემოს მოწყობა განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისია;
  2. დაწესებულების შიდა და გარე სივრცეში საგანმანათლებლო  რესურსებს ორგანიზება განსახორციელებლი კურიკულუმის შესაბამისია და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია;
  3. ჯგუფური ოთახები მოწყობილია იმგვარად რომ ბავშვს აქვს აქტიურ და პასიურ, მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის, ასევე დასვენებისა და განმარტოების შესაძლებლობა.
  • დეკლარირებული კურიკულუმი/კურიკულუმის ჩარჩო;
  • ინვენტარის აღწერის დოკუმენტაცია/მატერიალური რესურსის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მიღება-ჩაბარების აქტები.

2.2.4. დაწესებულებაში მოქმედებს ბავშვზე დაკვირვების და შეფასების პრაქტიკა

  1. საგანმანათლებლო პერსონალი თანმიმდევრულად იყენებს ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების  მრავალფეროვან მეთოდებს;
  2. შეფასება ემსახურება თითოეული ბავშვის ინტერესების, საჭიროებების, პროგრესის გამოვლენას განვითარების ყველა სფეროში;
  3. შეფასების შედეგები გამოყენებულია საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისთვის/მოდიფიცირებისთვის;
  4. ბავშვის შეფასების პროცესი ითვალისწინებს ოჯახის ჩართულობას.
  • ბავშვების ინდივიდუალური პორტფოლიოები;
  • აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის პორტფოლიო(დღის განრიგი, კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმები, ინდ.გეგმები, რეფლექსიური ჩანაწერები და სხვ.).
  • სხვა საგანმანათლებლო პერსონალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პორტფილიო

 

2.3. კურიკულუმის  შეფასება და განვითარება

2.3.1. დაწესებულებას აქვს კურიკულუმის შეფასებისა და განვითარების  პრაქტიკა

  1. დაწესებულებაში მოქმედებს კურიკულუმის შეფასების პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საგანმანათლებლო პროცესისა და ფიზიკური გარემოს შეფასებას, უკუკავშირს მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან და საგანმანათლებლო პერსონალის თვითრეფლექსიას;
  2. დაწესებულება აანალიზებს შეფასების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ცვლილებებს  კურიკულუმში.

 

  • კურიკულუმის შეფასების ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები;
  • შეფასების შედეგებზე რეაგირების ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები.

3. ოჯახის და თემის ჩართულობა

3.1. თანამშრომლობის დაგეგმვა

3.1.1. დაწესებულება ღიაა ოჯახთან და თემთან თანამშრომლობისთვის

  1. დაწესებულება მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თემთან თანამშრომლობისთვის წინასწარ გეგმავს აქტივობებს;
  2. დაწესებულება წაახალისებს თემის და მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობას კურიკულუმის ფარგლებში დაწესებულების შიგნით/გარეთ განხორციელებულ ღონისძიებებში;
  3. დაწესებულება მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თემთან ურთიერთობისას იყენებს კომუნიკაციის მრავალფეროვან  მეთოდებს და არხებს.
  • საკომუნიკაციო არხები;
  • ოჯახთან/თემთან კომუნიკაციის დაგეგმვის მექანიზმი და საკომუნიკაციო გეგმა.

 

  1. 3.2. თანამშრომლობის განხორციელება და შეფასება


3.2.1. დაწესებულება მიზნობრივად წარმართავს ოჯახთან და თემთან ურთიერთობას

  1. დაწესებულება უზრუნველყოფს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბავშვთა უფლებების, ადრეული ასაკის ბავშვების ასაკობრივი თავისებურებებისა და განვითარების სპეციფიკასთან დაკავშირებით;
  2. მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები  ინფორმირებული არიან ბავშვების შეფასების შედეგების შესახებ;
  3. დაწესებულება იყენებს თემში არსებულ რესურსებს კურიკულუმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას.
  4. დაწესებულება აფასებს ოჯახთან/თემთან განხორციელებულ აქტივობებს და საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს შესაბამის ცვლილებს.

 

  • ოჯახთან/თემთან თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტები/პროცესები.
  • შეფასების შედეგებზე რეაგირების ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                  

  1. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა
  1. 4.1. პერსონალის მართვა და განვითარება

 

 

    1. 4.1.1. დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობა და პერსონალის კვალიფიკაცია უზრუნველყოფს  დასახული მიზნების მიღწევას
  1. დაწესებულება დაკომპლექტებულია  პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მდგრად ფუნქციონირებას და ითვალისწინებს ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებს;
  2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული;
  3. პერსონალის კვალიფიკაცია  შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
  4. ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს აქვს პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის კომპეტენცია.
  • დაწესებულების სტრუქტურა/ორგანოგრამა;
  • დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები;
  • პერსონალის პირადი საქმეები.

 

4.1.2. დაწესებულებაში მოქმედებს პერსონალის მართვის მექანიზმი

  1. დაწესებულებაში პერსონალის მართვის პროცესები ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი წესების, მათ შორის შინაგანაწესის, შესაბამისად;
  2. აღმზრდელ-პედაგოგთან/აღმზრდელთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს სამუშაო დროის განმავლობაში ჯგუფთან საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობებს;
  3. პერსონალის შერჩევის/დანიშვნის პროცედურები უზრუნველყოფს პოზიციის შესაბამისი კადრების მოზიდვასა და დასაქმებას ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით;
  4. დაწესებულება უზრუნველყოფს ახალი თანამშრომლების ინტეგრაციას სამუშაო გარემოსთან;
  5. დაწესებულებაში მოქმედი ორგანიზაციული კულტურა ეფუძნება თანამშრომლობითი და გუნდური მუშაობის პრინციპებს.
  • პერსონალის მართვის მარეგულირებელი  დოკუმენტი;
  • შრომითი/მომსახურების ხელშეკრულებები/დანიშვნის აქტები;
  • შინაგანაწესი;
  • პერსონალის შერჩევის/დანიშვნის პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია;
  • პერსონალის პირადი საქმეები.

 

 

 

4.1.3. დაწესებულება ზრუნავს პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე

  1. დაწესებულება უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების მიზნით პერსონალის საქმიანობის შეფასებას და საჭიროებათა მოკვლევას;
  2. პერსონალის  განვითარება ხორციელდება დაწესებულების მიერ გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შემუშავებული გეგმის მიხედვით;
  3. დაწესებულება ხელს უწყობს პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს.
  • პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებული მასალები/აქტივობები;
  • ერთწლიანი სამოქმედო გეგმა/პროფესიული განვითარების გეგმა.

 

 

  1. 4.2. პროცესების მართვა

 

 

4.2.1. დაწესებულების საქმიანობის მართვა ეფუძნება პროცესულ მიდგომას

  1. დაწესებულებას იდენტიფიცირებული და აღწერილი აქვს  მმართველობითი, ძირითადი და დამხარე პროცესები;
  2. პროცესების მართვა ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის ციკლის შესაბამისად;
  3. დაწესებულებაში ბავშვის ჩარიცხვა და ამორიცხვა ხორციელდება დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
  4. დაწესებულება აწარმოებს ბავშვებისა და პერსონალის პირად საქმეებს დადგენილი წესის შესაბამისად.
  • მართველობითი, ძირითადი და დამხარე პროცესების ჩამონათვალი და მათი აღმწერები;
  • ბავშვის ჩარიცხვისა და ამორიცხვის მარეგულირებელი დოკუმენტი და ამ პროცესის ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები.
  • პერსონალის პირადი საქმეები;
  • ბავშვების პირადი საქმეები.

 

 

 

 

 

 4.3. მატერიალური რესურსი

 

 

4.3.1. დაწესებულების მატერიალური რესურსი გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და შეესაბამება არსებულ და/ან დაგეგმილ ბავშვთა რაოდენობას

 

  1. დაწესებულება უზრუნველყოფს სააღმზრდელო-საგანმანთლებლო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას მინიმუმ ავტორიზაციის ვადითა და დადგენილი ბავშვთა რაოდენობის გათვალისწინებით;
  2. დაწესებულებაკმაყოფილებს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
  3. დაწესებულებას შემუშავებული აქვს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • შენობა-ნაგებობის სქემა;
  • დოკუმენტი შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის შესახებ (გაცემული შესაბამის სფეროში აკრედიტებული ორგანოს ან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ);
  • მიმართვა უფლებამოსილ უწყებასთან შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახე.
  • ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია.

4.4. კვების ორგანიზება და კვებითი რაციონი

4.4.1. დაწესებულების მიერ შეთავაზებული კვების მომსახურება ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას

1. დაწესებულება იცავს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კითხვარით განსაზღვრულ პირობებს.

  • კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი მექანიზმი;
  • 10 დღიანი/2 კვირიანი პერსპექტიული მენიუ და კერძების კარტოთეკა;
  • ალერგიით ან სხვა კვებითი აუტანლობით დაავადებული ბავშვის კვების რეგულირების მექანიზმი;
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების აქტი/შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი

4.5. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები

4.5.1. დაწესებულებაში დაცულია  სანიტარული და ჰიგიენური ნორმები

  1. დაწესებულება იცავს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კითხვარით განსაზღვრულ პირობებს.

 

  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმი და შესაბამისი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები.

 

4.6. ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება

4.6.1. დაწესებულებაში დაცულია პერსონალის და ბავშვების ფიზიკური უსაფრთხოება

  1. დაწესებულება უზრუნველყოფს დაწესებულების ტერიტორიაზე პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას და საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას;
  2. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მცენარეები არ წარმოადგენენ საფრთხეს ბავშვისა და პერსონალის ჯანმრთელობისთვის;
  3. კურიკულუმის ფარგლებში დაწესებულების ტერიტორიიდან ბავშვების გაყვანისას დაცულია ბავშვების უსაფრთხოება და პროცესი ხორციელდება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ნებართვის საფუძველზე.

 

  • პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის  დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • უფლებამოსილ ორგანოსთან/პირთან შეთანხმებული საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა;
  • მშობლის წერილობითი ნებართვა (დაწესებულების ტერიტორიიდან გაყვანაზე, ფოტო/ვიდეო ჩანაწერზე, სოც.ქსელში განთავსებაზე და სხვ.).

 

 

4.6.2. დაწესებულებაში დაცულია ბავშვების ემოციური უსაფრთხოება

  1. დაწესებულების გარემო თითოეული ბავშვისთვის პროგნოზირებადია-ბავშვები იცნობენ დღის განრიგს და აქვთ ინფორმაცია დღის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ;
  2. დაწესებულების პერსონალი იცნობს ბავშვის უფლებებს და იცავს მათ  საქმიანობის წარმართვის პროცესში;
  3. დაწესებულებაში განსაზღვრული პროცედურები ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მოქმედებისთვის და იდენტიფიცირებულია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირი;
  4. დაწესებულება ხელს უწყობს ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას და ტრანზიციას;
  5. დაწესებულება იცავს ბავშვისა და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
  • დღის განრიგი;
  • გაწერილი პროცედურები ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მოქმედებისთვის;
  • ინფორმაცია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ;
  • ბავშვის გარემოსთან ადაპტაციის/ტრანზიციის ამსახველი მასალები/აქტივობები.

4.7. ფინანსური რესურსი

 

 

4.7.1. დაწესებულება ფინანსურად მდგრადია

  1. დაწესებულების ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილია სამოქმედო გეგმის განხორციელება;
  2. დაწესებულების ბიუჯეტში ფინანსური რესურსების განაწილება უზრუნველყოფს კურიკულუმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას;
  3. დაწესებულებას აქვს ფინასური რესურსების მართვის  (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის და ა.შ.) სისტემა.
  • სამოქმედო გეგმა;
  • ბიუჯეტი.

 

       

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების სქემა

სტანდარტი/კომპონენტი

სრული

მეტწილი

ნაწილობრივი

შეუსაბამობა

 1. დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება

 

 

 

 

1.1.  დაწესებულების მისია

სრული

მეტწილი

ნაწილობრივი

 

1.2.  სტრატეგიული განვითარება

მეტწილი

ნაწილობრივი

ნაწილობრივი

 

 2.     კურიკულუმი

 

 

 

 

2.1.  კურიკულუმის დაგეგმვა

სრული

მეტწილი

ნაწილობრივი

 

2.2. კურიკულუმის განხორციელება

მეტწილი

ნაწილობრივი

ნაწილობრივი

 

2.3. კურიკულუმის  შეფასება და განვითარება

მეტწილი

ნაწილობრივი

ნაწილობრივი

 

 3.     ოჯახისა და თემის ჩართულობა

 

 

 

 

3.1.  თანამშრომლობის დაგეგმვა

სრული

მეტწილი

ნაწილობრივი

 

3.2. თანამშრომლობის განხორციელება და შეფასება

სრული

მეტწილი

ნაწილობრივი

 

 4. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა

 

 

 

 

4.1.  პერსონალის მართვა და განვითარება

მეტწილი

ნაწილობრივი

ნაწილობრივი

 

4.2.  პროცესების მართვა

სრული

მეტწილი

ნაწილობრივი

 

4.3.  მატერიალური რესურსი

მეტწილი

ნაწილობრივი

ნაწილობრივი

 

4.4. კვების ორგანიზება და კვებითი რაციონი

სრული

მეტწილი

მეტწილი

 

        4.5 სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები

სრული

მეტწილი

ნაწილობრივი

 

4.6. ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება

სრული

მეტწილი

მეტწილი

 

4.7.ფინანსური რესურსი

სრული

მეტწილი

ნაწილობრივი