ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები
|
კომპონენტი/კრიტერიუმი
|
ინდიკატორი
|
მტკიცებულება
|
- დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება
|
1.1. დაწესებულების მისია
|
1.1.1. დაწესებულებას გააზრებული აქვს საკუთარი ადგილი და როლი საგანმანათლებლო სივრცეში და საზოგადოებაში
|
- დაწესებულების მისია ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას და განსაზღვრავს საკუთარ როლს, როგორც ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სივრცეს;
- დაწესებულების მისიიდან გამომდინარე განსაზღვრულია დაწესებულების ხედვა და ღირებულებები;
- მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
- მისია, ხედვა და ღირებულებები გაზიარებულია დაინტერესებულ მხარეებთან და საჯაროდაა ხელმისაწვდომი.
|
- მისიის, ხედვისა და ღირებულებების ამსახველი დოკუმენტი;
- დაწესებულების მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების, გაზიარებისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მექანიზმი და ამ პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები.
|
1.2. სტრატეგიული განვითარება
|
|
|
1.2.1. დაწესებულებაში მოქმედებს დაგეგმვის პრაქტიკა
|
- დაწესებულებას აქვს სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმს და ითვალისწინებს დაგეგმვის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას;
- სტრატეგიული გეგმა არის არანაკლებ ხუთწლიანი, ციკლური და შესაბამისობაშია დაწესებულების მისიასთან, ხედვასთან და ღირებულებებთან. ის შეიცავს მისიასთან თავსებად მიზნებს და მიზნების შესაბამის ამოცანებს;
- სამოქმედო გეგმა არის ერთწლიანი. ის ეფუძნება სტრატეგიულ გეგმას და დაწესებულების ყოველწლიურ თვითშეფასებას;
- სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია;
- მეთოდოლოგიის შესაბამისად დაწესებულება ახორციელებს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებას;
- სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და გამოიყენება დაწესებულების შემდგომი განვითარებისთვის.
|
- სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია;
- უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ დამტკიცებული სტრატეგიული განვითარების გეგმა და სამოქმედო გეგმა;
- სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები;
- მონიტორინგისა და შეფასების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები;
- სტრატეგიული გეგმისა და გასული წლის სამოქმედო გეგმის შესრულების გამოქვეყნებული ანგარიში;
- სტრატეგიული გეგმისა და სამოქმედო გეგმის შეფასების შედეგებზე რეაგირების მტკიცებულებები.
|
2. კურიკულუმი
|
|
|
2.1. კურიკულუმის დაგეგმვა
|
-
- 2.1.1. დაწესებულებაში მოქმედებს კურიკულუმის დაგეგმვის პრაქტიკა
|
- პროგრამის განხორციელებისას დაწესებულება ხელმძღვანელობს წინასწარ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმით;
- დაწესებულების მიერ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმი ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი შედეგების მიღწევას;
- კურიკულუმი ეფუძნება თამაშს და ითვალისწინებს ბავშვს, როგორც აქტიურ მონაწილეს საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში;
- კურიკულუმი ითვალისწინებს ოჯახთან/თემთან თანამშრომლობას და მათ ჩართულობას;
- კურიკულუმი ითვალისწინებს მრავალფეროვან, ასაკისა და განვითარების შესაბამის საქმიანობებს;
- კურიკულუმი გაზიარებულია დაწესებულების პერსონალთან და მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან.
|
- დეკლარირებული კურიკულუმი/ კურიკულუმის ჩარჩო;
- კურიკულუმის შემუშავების/შერჩევის მარეგულირებელი დოკუმენტი და პროცესის ამსახველი დოკუმენტები/მასალები;
- კურიკულუმის გაზიარების ამსახველი დოკუმენტები/მასალები.
|
- 2.2 კურიკულუმის განხორციელება
|
2.1.1. დაწესებულებაში მოქმედებს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრაქტიკა
|
- საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა შეესაბამება კურიკულუმით განსაზღვრულ პერიოდულობას და ხანგრძლივობას;
- კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმების შემუშავება თანამონაწილეობითი პროცესია და ხორციელდება ჯგუფის საგანმანათლებლო პერსონალის მიერ;
- საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია ასახავს ჯგუფის საჭიროებებსა და ინტერესებს;
- საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია ასახავს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს;
- თამაში/თამაშის ელემენტები საგანმანათლებლო პროცესის, მათ შორის ტრანზიციის წარმართვის ძირითადი ხერხია;
- დღის განმავლობაში თითოეულ ბავშვს აქვს სხვადახვა ტიპის თამაშში ჩართვის საშუალება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად როგორც შენობაში, ისე მის გარეთ.
|
- საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის და შეფასების მექანიზმი;
- დღის განრიგი;
- აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის პორტფოლიო (დღის განრიგი, კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმები, ინდ.გეგმები, რეფლექსიური ჩანაწერები და სხვ.).
- სხვა საგანმანათლებლო პერსონალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პორტფილიო;
- ბავშვების ინდივიდუალური პორტფოლიოები.
|
2.2.2. დაწესებულების საგანმანათლებლო რესურსი უზრუნველყოფს კურიკულუმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას
|
- დაწესებულებაში მოქმედებს საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მექანიზმი;
- დაწესებულებას აქვს კურიკულუმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსი ბავშვთა ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით;
|
- საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით უზრუნველყოფის მექანიზმი;
- კურიკულუმის მიზნების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსით უზრუნველყოფის დოკუმენტაცია;
- წიგნების აღრიცხვის ჟურნალი/საბავშვო ბიბლიოთეკის აღმწერი დოკუმენტი.
|
2.2.3. დაწესებულების შიდა და გარე სივრცეების მოწყობა უზრუნველყოფს კურიკულუმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას
|
- ჯგუფური ოთახის და გარე სივრცის ფიზიკური გარემოს მოწყობა განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისია;
- დაწესებულების შიდა და გარე სივრცეში საგანმანათლებლო რესურსების ორგანიზება განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისია და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია;
- ჯგუფური ოთახები მოწყობილია იმგვარად რომ ბავშვს აქვს აქტიურ და პასიურ, მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის, ასევე დასვენებისა და განმარტოების შესაძლებლობა.
|
- დეკლარირებული კურიკულუმი/კურიკულუმის ჩარჩო;
- ინვენტარის აღწერის დოკუმენტაცია/მატერიალური რესურსის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მიღება-ჩაბარების აქტები.
|
2.2.4. დაწესებულებაში მოქმედებს ბავშვზე დაკვირვების და შეფასების პრაქტიკა
|
- საგანმანათლებლო პერსონალი თანმიმდევრულად იყენებს ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს;
- შეფასება ემსახურება თითოეული ბავშვის ინტერესების, საჭიროებების, პროგრესის გამოვლენას განვითარების ყველა სფეროში;
- შეფასების შედეგები გამოყენებულია საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისთვის/მოდიფიცირებისთვის;
- ბავშვის შეფასების პროცესი ითვალისწინებს ოჯახის ჩართულობას.
|
- ბავშვების ინდივიდუალური პორტფოლიოები;
- აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის პორტფოლიო(დღის განრიგი, კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმები, ინდ.გეგმები, რეფლექსიური ჩანაწერები და სხვ.).
- სხვა საგანმანათლებლო პერსონალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პორტფილიო
|
2.3. კურიკულუმის შეფასება და განვითარება
|
2.3.1. დაწესებულებას აქვს კურიკულუმის შეფასებისა და განვითარების პრაქტიკა
|
- დაწესებულებაში მოქმედებს კურიკულუმის შეფასების პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საგანმანათლებლო პროცესისა და ფიზიკური გარემოს შეფასებას, უკუკავშირს მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან და საგანმანათლებლო პერსონალის თვითრეფლექსიას;
- დაწესებულება აანალიზებს შეფასების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ცვლილებებს კურიკულუმში.
|
- კურიკულუმის შეფასების ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები;
- შეფასების შედეგებზე რეაგირების ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები.
|
3. ოჯახის და თემის ჩართულობა
|
3.1. თანამშრომლობის დაგეგმვა |
3.1.1. დაწესებულება ღიაა ოჯახთან და თემთან თანამშრომლობისთვის
|
- დაწესებულება მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თემთან თანამშრომლობისთვის წინასწარ გეგმავს აქტივობებს;
- დაწესებულება წაახალისებს თემის და მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობას კურიკულუმის ფარგლებში დაწესებულების შიგნით/გარეთ განხორციელებულ ღონისძიებებში;
- დაწესებულება მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თემთან ურთიერთობისას იყენებს კომუნიკაციის მრავალფეროვან მეთოდებს და არხებს.
|
- საკომუნიკაციო არხები;
- ოჯახთან/თემთან კომუნიკაციის დაგეგმვის მექანიზმი და საკომუნიკაციო გეგმა.
|
- 3.2. თანამშრომლობის განხორციელება და შეფასება
|
3.2.1. დაწესებულება მიზნობრივად წარმართავს ოჯახთან და თემთან ურთიერთობას
|
- დაწესებულება უზრუნველყოფს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბავშვთა უფლებების, ადრეული ასაკის ბავშვების ასაკობრივი თავისებურებებისა და განვითარების სპეციფიკასთან დაკავშირებით;
- მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები ინფორმირებული არიან ბავშვების შეფასების შედეგების შესახებ;
- დაწესებულება იყენებს თემში არსებულ რესურსებს კურიკულუმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას.
- დაწესებულება აფასებს ოჯახთან/თემთან განხორციელებულ აქტივობებს და საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს შესაბამის ცვლილებს.
|
- ოჯახთან/თემთან თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტები/პროცესები.
- შეფასების შედეგებზე რეაგირების ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები.
|
- სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა
|
- 4.1. პერსონალის მართვა და განვითარება
|
|
|
-
- 4.1.1. დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობა და პერსონალის კვალიფიკაცია უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას
|
- დაწესებულება დაკომპლექტებულია პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მდგრად ფუნქციონირებას და ითვალისწინებს ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებს;
- დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული;
- პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
- ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს აქვს პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის კომპეტენცია.
|
- დაწესებულების სტრუქტურა/ორგანოგრამა;
- დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები;
- პერსონალის პირადი საქმეები.
|
4.1.2. დაწესებულებაში მოქმედებს პერსონალის მართვის მექანიზმი
|
- დაწესებულებაში პერსონალის მართვის პროცესები ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი წესების, მათ შორის შინაგანაწესის, შესაბამისად;
- აღმზრდელ-პედაგოგთან/აღმზრდელთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს სამუშაო დროის განმავლობაში ჯგუფთან საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობებს;
- პერსონალის შერჩევის/დანიშვნის პროცედურები უზრუნველყოფს პოზიციის შესაბამისი კადრების მოზიდვასა და დასაქმებას ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით;
- დაწესებულება უზრუნველყოფს ახალი თანამშრომლების ინტეგრაციას სამუშაო გარემოსთან;
- დაწესებულებაში მოქმედი ორგანიზაციული კულტურა ეფუძნება თანამშრომლობითი და გუნდური მუშაობის პრინციპებს.
|
- პერსონალის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტი;
- შრომითი/მომსახურების ხელშეკრულებები/დანიშვნის აქტები;
- შინაგანაწესი;
- პერსონალის შერჩევის/დანიშვნის პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია;
- პერსონალის პირადი საქმეები.
|
4.1.3. დაწესებულება ზრუნავს პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე
|
- დაწესებულება უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების მიზნით პერსონალის საქმიანობის შეფასებას და საჭიროებათა მოკვლევას;
- პერსონალის განვითარება ხორციელდება დაწესებულების მიერ გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შემუშავებული გეგმის მიხედვით;
- დაწესებულება ხელს უწყობს პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს.
|
- პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებული მასალები/აქტივობები;
- ერთწლიანი სამოქმედო გეგმა/პროფესიული განვითარების გეგმა.
|
- 4.2. პროცესების მართვა
|
|
|
4.2.1. დაწესებულების საქმიანობის მართვა ეფუძნება პროცესულ მიდგომას
|
- დაწესებულებას იდენტიფიცირებული და აღწერილი აქვს მმართველობითი, ძირითადი და დამხარე პროცესები;
- პროცესების მართვა ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის ციკლის შესაბამისად;
- დაწესებულებაში ბავშვის ჩარიცხვა და ამორიცხვა ხორციელდება დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
- დაწესებულება აწარმოებს ბავშვებისა და პერსონალის პირად საქმეებს დადგენილი წესის შესაბამისად.
|
- მართველობითი, ძირითადი და დამხარე პროცესების ჩამონათვალი და მათი აღმწერები;
- ბავშვის ჩარიცხვისა და ამორიცხვის მარეგულირებელი დოკუმენტი და ამ პროცესის ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები.
- პერსონალის პირადი საქმეები;
- ბავშვების პირადი საქმეები.
|
4.3. მატერიალური რესურსი
|
|
|
4.3.1. დაწესებულების მატერიალური რესურსი გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და შეესაბამება არსებულ და/ან დაგეგმილ ბავშვთა რაოდენობას
|
- დაწესებულება უზრუნველყოფს სააღმზრდელო-საგანმანთლებლო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას მინიმუმ ავტორიზაციის ვადითა და დადგენილი ბავშვთა რაოდენობის გათვალისწინებით;
- დაწესებულება აკმაყოფილებს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
- დაწესებულებას შემუშავებული აქვს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
|
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- შენობა-ნაგებობის სქემა;
- დოკუმენტი შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის შესახებ (გაცემული შესაბამის სფეროში აკრედიტებული ორგანოს ან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ);
- მიმართვა უფლებამოსილ უწყებასთან შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
- ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია.
|
4.4. კვების ორგანიზება და კვებითი რაციონი
|
4.4.1. დაწესებულების მიერ შეთავაზებული კვების მომსახურება ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას
|
1. დაწესებულება იცავს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კითხვარით განსაზღვრულ პირობებს.
|
- კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი მექანიზმი;
- 10 დღიანი/2 კვირიანი პერსპექტიული მენიუ და კერძების კარტოთეკა;
- ალერგიით ან სხვა კვებითი აუტანლობით დაავადებული ბავშვის კვების რეგულირების მექანიზმი;
- სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების აქტი/შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი
|
4.5. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები
|
4.5.1. დაწესებულებაში დაცულია სანიტარული და ჰიგიენური ნორმები
|
- დაწესებულება იცავს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კითხვარით განსაზღვრულ პირობებს.
|
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმი და შესაბამისი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები.
|
4.6. ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება
|
4.6.1. დაწესებულებაში დაცულია პერსონალის და ბავშვების ფიზიკური უსაფრთხოება
|
- დაწესებულება უზრუნველყოფს დაწესებულების ტერიტორიაზე პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას და საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას;
- დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მცენარეები არ წარმოადგენენ საფრთხეს ბავშვისა და პერსონალის ჯანმრთელობისთვის;
- კურიკულუმის ფარგლებში დაწესებულების ტერიტორიიდან ბავშვების გაყვანისას დაცულია ბავშვების უსაფრთხოება და პროცესი ხორციელდება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
|
- პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- უფლებამოსილ ორგანოსთან/პირთან შეთანხმებული საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა;
- მშობლის წერილობითი ნებართვა (დაწესებულების ტერიტორიიდან გაყვანაზე, ფოტო/ვიდეო ჩანაწერზე, სოც.ქსელში განთავსებაზე და სხვ.).
|
4.6.2. დაწესებულებაში დაცულია ბავშვების ემოციური უსაფრთხოება
|
- დაწესებულების გარემო თითოეული ბავშვისთვის პროგნოზირებადია-ბავშვები იცნობენ დღის განრიგს და აქვთ ინფორმაცია დღის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ;
- დაწესებულების პერსონალი იცნობს ბავშვის უფლებებს და იცავს მათ საქმიანობის წარმართვის პროცესში;
- დაწესებულებაში განსაზღვრულია პროცედურები ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მოქმედებისთვის და იდენტიფიცირებულია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირი;
- დაწესებულება ხელს უწყობს ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას და ტრანზიციას;
- დაწესებულება იცავს ბავშვისა და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
|
- დღის განრიგი;
- გაწერილი პროცედურები ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მოქმედებისთვის;
- ინფორმაცია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ;
- ბავშვის გარემოსთან ადაპტაციის/ტრანზიციის ამსახველი მასალები/აქტივობები.
|
4.7. ფინანსური რესურსი
|
|
|
4.7.1. დაწესებულება ფინანსურად მდგრადია
|
- დაწესებულების ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილია სამოქმედო გეგმის განხორციელება;
- დაწესებულების ბიუჯეტში ფინანსური რესურსების განაწილება უზრუნველყოფს კურიკულუმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას;
- დაწესებულებას აქვს ფინასური რესურსების მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის და ა.შ.) სისტემა.
|
- სამოქმედო გეგმა;
- ბიუჯეტი.
|
|
|
|
|