FAQ

პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების წესი

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უფლებამოსილია შეიცვალოს პროგრამის განხორციელების ადგილი/ფართი, რისთვისაც განაცხადით უნდა მიმართოს ცენტრს.


პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილება გულისხმობს პროგრამის განხორციელებას ავტორიზაციის გადაწყვეტილებაში მითითებული ადგილისგან განსხვავებულ ადგილას, ხოლო ფართის ცვლილება გულისხმობს ავტორიზაციის გადაწყვეტილებაში  მითითებულ ადგილზე ფართის გაზრდას ან შემცირებას. 


პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების ან ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების შესახებ განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. 


პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილება უფასოა.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
„ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი“