ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უფლებამოსილია გაზარდოს ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობა, რისთვისაც განაცხადით უნდა მიმართოს ცენტრს.
ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის ან ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.
ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა ხდება ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.
ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის შეცვლა უფასოა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
„ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი“