პროგრამული აკრედიტაცია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის სფეროს თავისებურებებიდან გამომდინარე ადგენს პროგრამის შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან:
1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა
2. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა
3. სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა
4. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა
5. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები
აკრედიტაციის პროცედურები (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №65/ნ, 2011 წლის 4 მაისი)
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის სტანდარტები
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები