2023 წლის იანვრიდან, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (ESTDEV) გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს პროექტს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სისტემის განვითარება’’, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სისტემის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული შიდა ხარისხის მექანიზმების ანალიზი ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით, შიდა ხარისხის სისტემის განვითარების მეთოდოლოგიური მასალებისა და გზამკვლევების შემუშავებას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას შიდა ხარისხის სისტემის უზრუნველყოფის მიმართულებით. პროექტის განხორციელების პერიოდია 2023 წლის იანვარი-დეკემბერი.
პროექტის ძირითად მოსალოდნელ შედეგებს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სისტემის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით, არსებული შიდა ხარისხის მექანიზმების ანალიზი; შიდა ხარისხის სისტემის განვითარების მეთოდოლოგიური მასალებისა და გზამკვლევების შემუშავება.