სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა, მიზნად ისახავს ცენტრის საქმიანობის ხარისხის შეფასებას და ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმების აღწერას, რომლითაც ცენტრი ახდენს მისი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფასა და მუდმივ განვითარებას. პოლიტიკა ფარავს ცენტრის საქმიანობის ყველა მიმართულებას, შესაბამისობაშია ცენტრის დებულებასთან და მისი საქმიანობის მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებთან. პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს ცენტრის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ყველა ელემენტის ურთიერთქმედებას, ხოლო პროცესებზე პასუხისმგებლობა რეგულირდება ცენტრის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით. ხარისხის შიდა უზრუნველყოფის პოლიტიკა გამომდინარეობს ცენტრის ხედვიდან, მისიიდან და ღირებულებებიდან.