ევროპის განათლების ფონდი არის ევროკავშირის სააგენტო, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებს განათლების, სწავლებისა და შრომის ბაზრის სისტემების რეფორმირების მიმართულებით. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიებით ხელი შეუწყონ თითოეული ქვეყნის განათლებისა და სწავლების სისტემის განვითარების პროცესებს.
ETF-მა ფუნქციონირება დაიწყო 1994 წელს და სამუშაო ურთიერთობები ჩამოაყალიბა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, OECD, ILO, ITC/ILO, UNESCO, UNDP, UNICEF, UNIDO, აზიის განვითარების ბანკი, აფრიკის განვითარების ბანკი, EBRD, EIB, IFC. ამჟამად ETF - ის წევრია 28 ქვეყანა.
2014 წლიდან ევროპის განათლების ფონდი მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და სწავლების განვითარებაში დასაქმების, შესაძლებლობების ხელმისაწვდომობისა და სოციალური ერთიანობის ხელშეწყობის მიზნით. ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ETF - ის ამოცანაა უზრუნველყოს გამჭვირვალობა როგორც მისი საქმიანობის სფეროში, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას. ორგანიზაციის საქმიანობა ხელს უწყობს ევროკავშირსა და ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებასა და ფინანსურ მხარდაჭერას, რაც ამ სისტემების რეფორმირების მხარდასაჭერად გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ეროვნული ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესებაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.etf.europa.eu/en/where-we-work/countries/georgia