სადოქტორო საფეხურის განათლების ჩარჩო დოკუმენტი
სადოქტორო საფეხურის განათლების ჩარჩო დოკუმენტის მიზანია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების მეშვეობით ხელი შეუწყოს სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას საქართველოში.
დოკუმენტი სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან ერთად განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებიც ეფუძნება, როგორც სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში გამოვლენილ საუკეთესო ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე „ზალცბურგი II რეკომენდაციებს“.
აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ჩანაწერები არ შეიძლება განიმარტოს „ზალცბურგი II რეკომენდაციების“, სახელოვნებო კვლევებში ვენის დეკლარაციისა და ბოლონიის პროცესში სამეცნიერო-კვლევით საქმიანობის სახელმძღვანელო დოკუმენტების საწინააღმდეგოდ.
სადოქტორო საფეხურის განათლების ჩარჩო დოკუმენტით დადგენილი კრიტერიუმები გამოიყენება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან ერთად.