ბოლონიის პროცესის ფარგლებში თანამშრომლობა
ბოლონიის პროცესის TPG A, QF-ზე მონაწილეობა - 2019 წლიდან ცენტრი არის ბოლონიის პროცესის TPG A QF-ის წევრი. 2022 წლიდან კი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამ ჯგუფის თანათავმჯდომარეა. თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა შეხვედრებსა და კონფერენციებში, რაც ბოლონიის პროცესის ნაწილია. ცენტრი აქტიურად არის ჩართული ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს ევროპულ ჩარჩოსთან ჰარმონიზაციაში.
დამატებითი ინფორმაცია ბმულზე: https://www.ehea.info/page-peer-group-A-QF
ლისაბონის აღიარების კონვენციის განხორციელებაზე მომუშავე თემატურ ჯგუფში B (TPG B on LRC) ჩართულობა - ცენტრი ასევე ჩართულია LRC TPG B-ის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ლისაბონის აღიარების კონვენციის სრული განხორციელების მხარდაჭერას და შესაბამისი სივრცის შექმნას გამოცდილების გაზიარებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია ბმულზე: https://www.ehea.info/page-peer-group-B-LRC
ხარისხის უზრუნველყოფის თემატურ ჯგუფში (TPG C on QA) ჩართულობა - 2018 წლიდან ცენტრი არის ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის წევრი (TPG C on QA). TPG C აქტივობები ეძღვნება ხარისხის უზრუნველყოფის (QA) სისტემების განვითარებას ESG-ის შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაცია ბმულზე: https://www.ehea.info/page-peer-group-C-QA
უმაღლესი განათლების სოციალური განზომილება (SD) - საქართველოს წარმოადგენს ცენტრი და არის სოციალური განზომილების (SD) სამუშაო ჯგუფის წევრი. ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის წევრებს, შეიმუშაონ SD პოლიტიკა, რათა უზრუნველყონ ხელმისაწვდომი, ინკლუზიური, სამართლიანი და თანაბარი განათლება EHEA-ში. ცენტრის წარმომადგენელი რეგულარულად მონაწილეობს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, სადაც განიხილება SD-ის მიმართულებით მიმდინარე მიღწევები და საჭიროებები, მათ შორის, შესრულების ინდიკატორების შემუშავება და მონიტორინგის გეგმა.
სწავლისა და სწავლების სამუშაო ჯგუფი - 2022 წლიდან, ცენტრს წვლილი შეაქვს BFUG-ის სწავლისა და სწავლების სამუშაო ჯგუფში, რომელიც ეხმარება EHEA-ს უმაღლეს განათლებაში სწავლებისა და სწავლის გაუმჯობესების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებაში და მუშაობს პროგრესის გაზომვის ინდიკატორების შემუშავებაზე, T&L EHEA-ზე, ბოლონიის განხორციელების ანგარიშისთვის.
დამატებითი ინფორმაცია ბმულზე: https://www.ehea.info/page-Working-Group-Learning-and-Teaching