საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით 1 წლის ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა:
ირაკლი ბურდული - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურუდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი (საბჭოს თავნმჯდომარე);
ელიზბარ ელიზბარაშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე, ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე);
გიორგი ოდოშაშვილი - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი (საბჭოს მდივანი)
თეო ურუშაძე - ა(ა)იპ - საქართაველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი;
გიორგი ქვარცხავა - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
სოფიკო ლობჟანიძე - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული დეპარტამენტის განათლების სკოლის ხელმძღვანელი;
გელა გელაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი;
გაიანე სიმონია - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განთლების კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი;
დიმიტრი ჯაფარიძე - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე.;
ირინე გოცირიძე - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის უფროსი, პროფეროსი;
პაატა ბრეკაშვილი - შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი;
ლაშა ლაბაძე - ა(ა)იპ - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი თურქია - ა(ა)იპ - “ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი პროფესორი;
ნატო გენგიური - სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ლევან გორდეზიანი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ნათელა სახოკია - ა(ა)იპ - სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის გამგეობის წევრი;
ალექსი ალექსიშვილი - შპს „პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფ - PMCG-ის გენერალური დირექტორი.
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის №367 ბრძანება
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 27 ოქტომბრის №349 ბრძანება
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 23 ოქტომბრის №447 ბრძანება
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 3 სექტემბრის №317 ბრძანება