განათლების აღიარება გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება (განცხადების ფორმა);
2. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
3. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა);
4. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებულმა პირებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განცხადებას უნდა დაურთონ მათ ხელთ არსებული მიღებული განათლების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის დამოწმებული ასლები ან/და მიუთითონ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებული ინფორმაცია (მაგ.: შრომის წიგნაკი, სამხედრო ბილეთი, ინფორმაცია საგანმანათლებლო დოკუმენტის საფუძველზე დასაქმების ან სწავლის შემდგომი გაგრძელების თაობაზე და ა.შ.).
5. ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებისათვის შესაბამისი საფასურის (40 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. (ელექტრონული გადახდა ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარება არ ითვალისწინებს საფასურის გადახდას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება იწყება განაცხადის შემოტანიდან მეორე სამუშაო დღეს, შესაბამისად:
* 1 თვიანი ჩვეულებრივი წარმოება (40 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტს გაიტანს 30 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო დღეს
*გთხოვთ, გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ იმ პირის სახელი, გვარი პირადი/პასპორტის ნომერი, ვისაც ცენტრმა უნდა გაუწიოს მომსახურება (საგანმანათლებლო დოკუმენტების მფლობელის).
6. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
დასახელება: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საიდენტიფიკაციო კოდი: 202330566
მიმღების ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა
მიმღები ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
საკუთარი განათლების აღიარების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50%-ით;
დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50%-ით;
ე) სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20%-ით.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ: დევნილის, ვეტერანის ან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოწმობა, ცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (ასლი დედანთან სწორი).
2020 წლის 6 თებერვლიდან, განმცხადებლებს ეძლევათ საშუალება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილ სერვისებზე მომართვა განახორციელონ ელექტრონული ფორმით, ცენტრში მოუსვლელად, პორტალ www.my.gov.ge -ის მეშვეობით.
ელექტრონული მომსახურების ფორმა ეხება შემდეგ სერვისებს:
- საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;
- დევნილის მიერ მიღებული განათლების აღიარება;
- ლიკვიდირებულ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება;
- ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარება;
- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.
პორტალი საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ფლობენ ახალ პირადობის მოწმობას და მის წამკითხველ მოწყობილობას, ასევე ელექტრონულ ხელმოწერას, ცენტრის სერვისებით სარგებლობის თაობაზე განაცხადი გააკეთონ ელექტრონულად და პასუხიც მიიღონ ელექტრონული ფორმით.
პორტალზე ავტორიზაციისათვის ინსტრუქცია იხილეთ მითითებულ ლინკზე: https://id.ge/download/
ახალი პირადობის მოწმობის, მისი წამკითხველი მოწყობილობისა და ელექტრონული ხელმოწერის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე - 2 40 54 05.
პორტალ www.my.gov.ge -ის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 2 25 15 28 ( შიდა ნომერი 8888)