FAQ

ინფორმაცია უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესახებ

ცენტრი გასცემს ინფორმაციას, არის თუ არა აღიარებული უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ის მდებარეობს.


აღნიშნული ინფორმაცია გაიცემა უფასოდ.

დაწესებულების სტატუსის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადის შევსებული ფორმა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც მითითებულია იმ დაწესებულების სრული სახელწოდება, რომლის შესახებაც ითხოვს პირი ინფორმაციას.