„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011–2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუგრძელდა 1 წლით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე -14 მუხლის მე -2 პუნქტითა და მე -17 მუხლით დადგენილი ვადები.
ამასთან, გაცნობებთ, რომ საავტორიზაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 3 თვით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების თხოვნით. მოსამზადებელ ვიზიტს აქვს საკონსულტაციო ხასიათი და შეეხება:
ა) თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას;
ბ) საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას;
გ) ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განრიგი