ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
2. საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა;
3. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
4. ექსპერტთა ჯგუფის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის საავტორიზაციო განაცხადის შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;
5. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
6. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის დაწესებულებისთვის გაცნობა;
8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახული ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;
9. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;
10. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ჯგუფის დასკვნის დაწესებულებისთვის გაცნობა;
11. საავტორიზაციო განაცხადის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების მიერ ცენტრისთვის წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;
12. ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;
13. დასაბუთებული გადაწყვეტილების ცენტრის მიერ გამოქვეყნება.
ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
1. საავტორიზაციო განაცხადი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური).
2. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა
ა) ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადის შესაბამისობას ავტორიზაციის დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან. ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
გ) დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის
მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. დ) ცენტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.
ე) თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის ავტორიზაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
3. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა
ა) ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
ბ) ზოგადსაგანამნთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები.
გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.
დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესთან ან/და წევრთან ინტერესთა კონფლიქტი.
ზ) ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
თ) ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების
დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
ი) ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში
ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.
კ) ვიზიტის ხანგრძლივობა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.
4. ექსპერტთა ჯგუფის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის საავტორიზაციო განაცხადის შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება
ა) ცენტრი ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადს.
ბ) ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე
საავტორიზაციო განაცხადის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
გ) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების
ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის საავტორიზაციო განაცხადს, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.
დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი საავტორიზაციო ვიზიტამდე მართავს ექსპერტთა მოსამზადებელ შეხვედრას, რომლის ფარგლებში დასკვნის შესადგენად ადგენს ვიზიტის ფარგლებში დამატებით შესასწავლ საკითხებს.
5. საავტორიზაციო ვიზიტი
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე
ვიზიტის დროს უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიუირება.
დ) ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.
ე) იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახული შეფასება კონკრეტულ სტანდარტთან/სტანდარტებთან მიმართებით განსხვავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასებისაგან და დაწესებულება იზიარებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გათვალისწინებულ არგუმენტირებულ პოზიციასთან ერთად წარმოადგინოს
სტანდარტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა ან/და შესაბამისობის
მტკიცებულებები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი
უფლებამოსილია აღნიშნული გაითვალისწინოს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებისას.
6. დასკვნის მომზადება
ა) საავტორიზაციო განაცხადის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება
ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
ბ) ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი, ზოგადსაგანმანთლებლო
დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს.
დ) არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არგაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
7. ზეპირი მოსმენა
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის
დასკვნის, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
ბ) ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე
არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
გ) საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად
გამოაცხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
დ) სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
ე) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს
შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.
ვ) ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა საავტორიზაციო ვიზიტის შემდეგ, გარდა ავტორიზაციის დებულების (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანება) მე-15 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზ) საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
8. გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციასთან მიმართებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;
დ) სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის გარემოების დადგომის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე შუამდგომლობით სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ.
გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.
გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბჭო დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში განსაზღვრავს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღს.
ავტორიზაციის ვადა 9 წელია.