FAQ

პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა

საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომელიც შეადგენს:

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის
გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,229.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების
საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის
გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,570.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების
საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის
გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,502.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების
საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს.

8ერთი იურიდიული პირის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ან/და სხვა ენაზე განხორციელებული
ერთიდაიგივე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აღნიშნული საფასურის
განსაზღვრის მიზნებისათვის განიხილება დამოუკიდებელ პროგრამებად.

პროფესიულ სტუდენტტა ზღვრული რაოდენობის გაზრდაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფორმები იხილეთ შემდეგ ბმულზე -  https://eqe.ge/ka/page/static/477/formebi



საფასურის გადახდა ხორციელდება ცენტრის ანგარიშზე:
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური).