ტურინის პროცესი

საქართველო 2010 წლიდან ჩართულია ტურინის პროცესში.

 


,,ტურინის პროცესი (TRP)“ევროპის განათლების ფონდის (ETF) პარტნიორ ქვეყნებში, პროფესიული განათლების პოლიტიკის შედეგების გასაუმჯობესებლად პროფესიული განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ახდენს სისტემის მონიტორინგს და შეფასებას.  

 


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს, ევროპის განათლების ფონდის (ETF) მხრიდან ეძლევა შესაძლებლობა იყოს ამ პროცესების მონაწილე, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას გაუზიაროს პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროგრესი, გაეცნოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და მიზანმიმართული რეფორმების მეშვეობით, ყოველწლიურად გააუმჯობესოს შედეგები პროფესიული განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების კუთხით.


http://www.etf.europa.eu/web.nsf/pages/Georgia