უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრები
1. ივანე აბიათარი - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და “მედიცინის სკოლის” ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
2. ზაზა ავალიანი - შპს “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ამავე უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი;
3. მაია ბიწკინაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა კათედრის ასოცირებული პროფესორი;
4. მარინე გელანტია - სს „ჩაჩავას კლინიკის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
5. ეკა ეკალაძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ბიოქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
6. თამარ ვალიშვილი - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი;
7. ხათუნა ზალდასტანიშვილი - სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მომსახურების დეპარტამენტის პროფესიული რეგულირების სამმართველოს უფროსი;
8. დავით თათოშვილი - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი;
9. დავით კობეშავიძე - შპს "იმედის კლინიკის" დირექტორი;
10. ბიძინა კულუმბეგოვი - შპს „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ კლინიკური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
11. ნინო ოკრიბელაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
12. ლევან რატიანი - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ამავე უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
13. ნათია სხვიტარიძე - სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი გლობალური ჯანმრთელობის საკითხებში;
14. ნინო შარიქაძე - შპს "ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის" კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი;
15. ივანე ჩხაიძე - კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს წევრი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი;
16. შორენა წიკლაური - შპს „ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი;
17. გივი ჯავაშვილი - საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი.