გაცნობებთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით, ატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს.
საკონსულტაციო შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე pdp_accreditation@eqe.ge ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995 322) 200 220 (*3599).
გთხოვთ, წერილში მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:
• სახელი;
• გვარი;
• მობილური ტელეფონის ნომერი;
• დაწესებულების დასახელება;
• განსახილველი საკითხი;
• შეხვედრის სასურველი დრო.