პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭო შედგება მინიმუმ 5 წევრისგან, რომელთაგან ერთი წევრი არის ბიუროს წარმომადგენელი, ხოლო სხვა წევრები შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, აკადემიური წრის ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საბჭოს წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით
აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა:
1. გიორგი მირიანაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი - საბჭოს წევრი;
2.პაატა ტურავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი - საბჭოს წევრი;
3.ნინო კვირიკაშვილი - საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;
4.ეკატერინე კომახიძე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი - საბჭოს წევრი;
5. სალომე ფრუიძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი;
6.ეკატერინე ფრანგულაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი.