FAQ

კოპენჰაგენის პროცესი

2002 წლის 30 ნოემბერს, ევროკომისიისა და ევროპის 30 ქვეყნის პროფესიულ განათლებაზე პასუხისმგებელმა  მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია -პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროში ევროპული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ“ (კოპენჰაგენის დეკლარაცია), რომელიც ქმნის საფუძველს ევროპაში ერთიანი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს განვითარებისათვის.


 
კოპენჰაგენის პროცესის მიზანია, ხელი შეუწყოს  ეროვნული პროფესიული განათლების სისტემებს შორის გამჭვირვალობის ამაღლებას და ურთიერთნდობას, პროფესიული კომპეტენციებისა და კვალიფიკაციების აღიარებას, მობილობასა და მთელი ცხოვრების განმავლობაში განათლების ხელმისაწვდომობას. ამასთან, კოპენჰაგენის პროცესი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს პროფესიული განათლების ხარისხი და ის გახადოს  მიმზიდველი.


 
ამჟამად კოპენჰაგენის პროცესში ჩართულია ევროპის 33 ქვეყანა. იმის გამო, რომ კოპენჰაგენის პროცესში მონაწილეობენ  მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, საქართველო არ არის პროცესის მონაწილე, თუმცა, ეს ფაქტი არაა  დამაბრკოლებელი გარემოება იმისთვის, რომ საქართველოში, პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებულმა რეფორმამ უზრუნველყოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან დაახლოება.