უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრი (EQAR)
2019 წლის 27 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR - The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა (https://www.eqar.eu/register/agencies/agency/?id=59). EQAR-ში რეგისტრაციას წინ უსწრებდა ENQA-ს დადებითი შეფასება და სრული წევრის სტატუსის მოპოვება, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის აპრილში მიაღწია.
EQAR-ი ევროპის სახელმწიფოების მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ერთობლივად დაფინანსებული საჯარო ინტერესების დამცველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.
2024 წლის დეკემბრიდან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არ არის რეგისტრირებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR). ამჟამად, ცენტრი აქტიურად მუშაობს, რათა დააკმყოფილოს შესაბამისი რეკომენდაციები და შეასრულოს საჭირო მოთხოვნები EQAR-ში რეგისტრაციის განახლებასთან დაკავშირებით.