FAQ

WFME-ის აღიარება

ცენტრმა, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა!

19 ოქტომბერი, 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი პირველი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოა ევროპაში, რომელმაც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა.


2017 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან (WFME) მოლაპარაკება აღიარების მოპოვების მიზნით. 2018 წელს ცენტრმა გაიარა WFME-ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასება, რომლებმაც დაადასტურეს რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები და პროცედურები შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ერთობლივ მოთხოვნებთან. 


WFME-ს აღაირების სტატუსის მიღება წარმოადგენს ინდიკატორს სტუდენტების, დამსაქმებლებისა და სამედიცინო საზოგადოებისათვის მსოფლიოს გარშემო, რომ ცენტრის მიერ აკრედიტებული მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები აკმაყოფილებენ შესაბამის მკაცრ სტანდარტებს. ეს ასევე ნიშნავს, რომ სტუდენტებს რომლებიც ამთავრებენ ცენტრის მიერ აკრედიტებულ მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგარმებს, დამთავრებული ექნებათ ისეთი მედიცინის სკოლა, რომელიც აკმაყოფილებს Intealth ის „აღიარებული აკრედიტაციის
 პოლიტიკის მოთხოვნებს აშშ-ში, რომელიც 2024 წლის ბოლოსკენ შევა ძალაში. „აღიარებული აკრედიტაცია“ ნიშნავს, რომ სააკრედიტაციო სააგენტო, რომელმაც შეაფასა მედიცინის სკოლა თავად იყო შეფასებული და აღიარებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის ისეთი ორგანიზაციის მიერ, რომელიც თავად არის შეფასებული და აღიარებული Intealth ის მიერ. უფრო მეტი ინფორმაცია ამ პოლიტიკისა და მისი მნიშნველობის შესახებ შესაძლებელია მოიძიოთ აქ: აქ: https://www.intealth.org/accreditation/#accreditation.

 

http://wfme.org/news/three-accrediting-agencies-awarded-wfme-recognition-status/?fbclid=IwAR219fIgfI3N0MGXrpjFERRLr-924n4Y1gfkaEYgIdqm5N6s0VLp-vM2-TI 

ცენტრის განაცხადი WFME-ის აღიარების მოსაპოვებლად

WFME-ს მიერ განხორციელებული ცენტრის გარე შეფასების ანგარიში