FAQ

აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იყენებს ექსპერტთა კორპუსს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სასწავლო პროგრამების შეფასებისას. არსებობს ოთხი სხვადასხვა ექსპერტთა კორპუსი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი, ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დამსაქმებლები და სტუდენტები.

ცენტრი მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ექსპერტების რაოდენობა. შესაბამისად, ექსპერტთა რაოდენობა დროდადრო იცვლება.

 

1.  „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი"

2. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსი

ვიდეო - ექსპერტთა ეთიკის კოდექსი 

აკრედიტაციის ექსპერტთა ავტობიოგრაფიის ფორმა