რჩევები ინსტიტუციებისათვის ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

რჩევები ინსტიტუციებისათვის ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
 
განათლების ხარისხის განვითარეის ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავა ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის დამხმარე დოკუმენტი. ამ დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები იმ გარემოებებზე, რომელთა გათვალისწინებაც დაწესებულებებს დაეხმარება ელექტრონული სწავლების პერიოდში განათლების ხარისხის შენარჩუნებაში. დოკუმენტის სანახავად გადადით ბმულზე -  რჩევები ინსტიტუციებისათვის ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
 
 
შეფასების ალტერნატიული მეთოდები ელექტრონულ სწავლებაში
 
საგანგებო მდგომარეობის გამო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების ტრადიციული ფორმიდან ელექტრნული სწავლების ფორმატზეგადავიდნენ. ეს შესაძლოა მრავალი ინსტიტუციისათვის იყოს გამოწვევა, როგორცრესუსრსების, ასევე პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ცენტრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რაც მათ დაეხმარებათ შეინარჩუნონ სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების ხარისხი და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომები, ელექტრონულ ფრმატში განხორციელებულ სტუდენტთა შეფასებებში. რეკომენდაციების სანახავად გადადით ბმულზე - შეფასების ალტერნატიული მეთოდები ელექტრონულ სწავლებაში.
 

ახალი საგანმანათლებლო რეალობა - ტერმინები, გამოწვევები, რეკომენდაციები

 

Erasmus+ ეროვნული ოფისის მხარდაჭერით მოამზადა გზამკვლევი, რომელიც  განიხილავს სწავლების ალტერნატიულ ფორმებთან დაკავშირებული ტერმინების განმარტებების საერთაშორისო გამოცდილებას, ალტერნატიული ფორმებით სწავლების ზოგიერთ გამოწვევას და იძლევა რეკომენდაციებს როგორც ტერმინებთან, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ახალი საგანმანათლებლო რეალობა - ტერმინები, გამოწვევები, რეკომენდაციები.