მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური შეადგენს 20 ლარს - 15 სამუშაო დღე, ხოლო 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 40 ლარს.
საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების თაობაზე დაინტერესებული პირის მოთხოვნას, სასურველია, ვიზუალიზაციის მიზნით, დაერთოს მკაცრი აღრიცხვის შესათანხმებელ ფორმასთან ერთად მისი შევდებული ვერსია.
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
დასახელება: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საიდენტიფიკაციო კოდი: 202330566
მიმღების ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა
მიმღები ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;
ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცენტრის მიზეზით.
თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც დადგენილია ნაკლები საფასური, მაშინ დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.
თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.
საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი.