საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილება, თითოეულ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ცვლილებაზე იხდის საფასურს, რომელიც შეადგენს:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,502.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,229.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,570.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს.
იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილება გამოწვეულია პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდით, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის მხოლოდ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდისთვის განსაზღვრულ საფასურს.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
ადმინისტრაციული წარმოების ფორმები იხილეთ შემდეგ ბმულზე - https://eqe.ge/ka/page/static/477/formebi
საფასურის გადახდა ხორციელდება ცენტრის ანგარიშზე:
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური).