ავტორიზაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.
ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.
თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, ამასთან, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით.
თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ადმინისტრაციული წარმოების ფორმები იხილეთ შემდეგ ბმულზე - https://eqe.ge/ka/page/static/477/formebi