„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საბჭოს წევრებად დაინიშნენ:
ირაკლი ბურდული - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე,ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბორის ლეჟავა - შპს "კავკასიის უნივერსიტეტის" ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი მარკეტინგის მიმართულებით - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გივი გაგნიძე - სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერვნული ცენტრის "ახალი სკოლის მოდელის მხარდამჭერი" პროგრამის საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტი;
თამარა თორია - ა(ა)იპ - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ანა საბახტარიშვილი - ა(ა)იპ - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - საბჭოს მდივანი;
არჩილ სუმბაძე - ა(ა)იპ - საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის გამგეობის წევრი, შპს "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის" აკადემიური დირექტორი;
გიორგი ტრაპაიძე - სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
კახაბერ ფარცვანია - შპს "თანამედროვე განათლების აკადემიის" ფრანგული ენის მასწავლებელი;
აკაკი ხელაძე - სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტი-ბიზნესის მიმართულებით;
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის №369 ბრძანება
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის №343 ბრძანებაში ცვილელების შეტანის თაობაზე
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის №343 ბრძანება