FAQ

ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება მონიტორინგის (ვიზიტის) გზით

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება მონიტორინგის გზით ავტორიზაციის შემდგომი შეფასებებიდან ერთ-ერთია. არსებობს გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგი. გეგმიური მონიტორინგის მიზანია ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 წელიწადში. აღნიშნული მექანიზმი დაეხმარება დაწესებულებას გაანალიზოს ავტორიზაციის პროცესში მიღებული რეკომენდაციები და აჩვენოს პროგრესი ამ მიმართულებით, რაც, ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის ეფექტურობას. არაგეგმიური მონიტორინგის მიზანია დაინტერესებული მხარის იმგვარ საჩივარზე რეაგირება, რაც, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევის შესაძლო ფაქტებთან. აღნიშნული მექანიზმი ხელს უწყობს დაწესებულებას აღმოაჩინოს გარკვეული გამოწვევები და მუდმივად იზრუნოს ხარისხის უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტების დაცვაზე.

 

ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელთა მიერ ჩამოყალიბებული საბოლოო დასკვნა და დაწესებულების არგუმენტირებული პოზიცია განიხილება ავტორიზაციის საბჭოზე.

 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მონიტორინგის სახელმძღვანელო.