FAQ

მონიტორინგი დაწესებულებაში, რომელსაც შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება

მონიტორინგი სტუდენტთა მიღების შეზღუდვის მქონე დაწესებულებაში ავტორიზაციის შემდგომი შეფასებებიდან ერთ-ერთია. მისი მიზანია, შეაფასოს დაწესებულების მიერ გადადგმული ნაბიჯები და შესაძლო პროგრესი მისთვის სტუდენტთა მიღების შეზღუდვის დაწესების შემდეგ. მოცემული მექანიზმი დაწესებულებას საშუალებას აძლევს, გაანალიზოს სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გამომწვევი მიზეზები და აჩვენოს შეფასების შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულება.

 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მონიტორინგის სახელმძღვანელო.