ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდების, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონი, ელ. ფოსტა, სკოლის ვებგვერდი) ცვლილების, ასევე მის მიერ არასავალდებულო ხასიათის მომსახურების (გახანგრძლივებული სწავლება, კვების სერვისი, ტრანსპორტირების სერვისი, საერთო საცხოვრებლით მომსახურეობა და სხვა) დამატების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ცენტრს მიაწოდოს ცვლილების განხორციელების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან/ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა და წარუდგინოს ცვლილების/არასავალდებულო ხასიათის მომსახურების კანონიერად განხორციელების მტკიცებულებები.
ზემოხსენებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ავტორიზაციის დებულების (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანება) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.