გაცნობებთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც დაწესებულებებმა თვითშეფასების წლიური ანგარიშები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №87/ნ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №88/ნ
შეგახსენებთ თვითშეფასების ანგარიშების ცენტრში წარდგენის ვადებს:
ავტორიზებული დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, პირველი მაისიდან 30 ივნისამდე, წარუდგინოს თვითშეფასების წლიური ანგარიში ელექტრონული ფორმით.
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას/პროგრამებს, ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, წარუდგინოს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში ელექტრონული ფორმით.
შენიშვნა: დაწესებულებამ ანგარიში უნდა წარმოადგინოს ცენტრში, ჩაწერილი CD-ზე.