განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 9 სექტემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ვიზიტების მეორე ეტაპის შემაჯამებელი დოკუმენტის ანალიზის შედეგებთან დაკავშირებით.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს გარე მხარდაჭერის ვიზიტები განხორციელდა მოდულური პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ 29 სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
განხილვას ესწრებოდნენ პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების საინფორმაციო მართვის სისტემის წარმომადგენლები.
აღინიშნა, რომ მოდულური პროგრამების დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ცალკეული განმახორციელებლების მიერ იდენტიფიცირებულ გამოწვევებს, სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებენ კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას. რათა მომავლი წლისათვის საგანმანათლებლო დაწესებებულებებმა უფრო ფართო მასშტაბაბით შეძლონ მოდულურ პროგრამებზე გადასვლა.