FAQ

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების კომპონენტების ინტეგრირების კონცეფციის პრეზენტაცია

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
27 სექტემბერი 2016

 

26 სექტემბერის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების კომპონენტების ინტეგრირების მიზნით ჩატარებული ანალიზის პირველადი შედეგებისა და კონცეფციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

სამუშაო გაეროს განვითარების პროექტსა და ცენტრს შორის გაფორმებული სტანდარტული შეთანხმების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და პროფესიულ განათლებაში არსებული საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

პრეზენტაციას კონცეფციაზე მომუშავე პროფესიული და ზოგადი განათლების ექსპერტები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.