FAQ

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი - 2016

4 ოქტომბერი 2016

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მონაწილეობდა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმში“, რომელიც 4 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.
 
ფორუმზე განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების ადგილის მოძიების მიზნით 40-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტიპენდიანტებს შორის შეხვედრები/გასაუბრებები გაიმართა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი - 2016