10 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შვედეთის ევროპის საინფორმაციო ქსელის (ENIC-NARIC) კვალიფიკაციების აღიარების დეპარტამენტის წარმომადგენელი ერიკ იოჰანსონი ესტუმრა. ვიზიტის მიზანი საქართველოს განათლების სისტემის გაცნობა იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს საქართველოსა განათლების სისტემაში არსებული ვითარება, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები. მიმოიხილეს განათლების თითოეულ საფეხურზე სისტემის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.