18 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ჩართულობით საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში, რომელიც 20 წელია საქმიანობს ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.
მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი მონაწილეობა მიიღონ პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროფესიული პროგრამების განხორციელებაში სწავლების დუალური პრინციპების გამოყენებით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის თამანშრომლობა გაგრძელდება ამ მიმართულებით სახელმწიფო და კერძო სტრუეტურების, განათლებისა და დარგის სპეციალისტების, დამსაქმებლებისა და სასწავლო დაწესებულებების ჩართულობით.