საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნენ სააპელაციო საბჭოს წევრები. სააპელაციო საბჭო დაარსდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნების, საერთაშორისო პრაქტიკისა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში 2016 წლის 19 თებერვალს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე.
სააპელაციო საბჭოს დაარსებით საქართველოში შეიქმნა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილებების შინაარსობრივი გადახედვის მექანიზმი. შედეგად, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა საჩივარი წარადგინონ არა მარტო სასამართლოში, რომელიც უზრუნველყოფს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გადაწყვეტილებების მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივი კუთხით გადახედვას, არამედ ორგანოში, რომელიც ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად არსებითად, შინაარსობრივად შეაფასებს გასაჩირებულ გადაწყვეტილებებს.
დეტალური ინფორმაცია სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში შემდეგ ბმულებზე -