სკოლის მოსწავლეებისათვის საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების შექმნა დაიწყო

26 ოქტომბერი 2016

გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების შექმნაზე მუშაობა დაწყებულია. პრაქტიკული საორიენტაციო კურსები სკოლებისა და კოლეჯების ურთიერთთანამშრომლობით განხორციელდება და ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, სკოლაში სწავლის პარალელურად, მათთვის საინტერესო პრაქტიკულ კურსებს შესთავაზებს.
 
საორიენტაციო და მოსამზადებელი პროგრამა მიზნად ისახავს მოზარდების თვითგამორკვევის ხელშეწყობას პროფესიული ორიენტაციის გზით, მათთვის შრომითი უნარების განვითარებას, კონკრეტული პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და მომზადებას შემდგომი განათლებისა თუ დასაქმებისთვის.
 
საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების შექმნაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები, პროფესიული ორიენტაციის სპეციალისტები და განათლების სფეროს ექსპერტები არიან ჩართულები.
 
სკოლის მოსწავლეებისათვის საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების შექმნა დაიწყო