FAQ

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაციასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

28 ოქტომბერი 2016


გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კომპონენტების ინტეგრაციაზე.

28 ოქტომბერს პროექტის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორი კოლეჯების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების კონცეპტუალური ხედვის, „ინტეგრირებული პროგრამების“ სტრუქტურის, შინაარსის, დანერგვის გზებისა და ამ პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაციასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა