FAQ

სემინარი „პროფესიათა ანალიზი და პროფესიული სტანდარტების გადამუშავება/შემუშავება DACUM მეთოდოლოგიით“

7 ნოემბერი 2016


4 ნოემბერს გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მიერ ორგანიზებული სემინარი „პროფესიათა ანალიზი და პროფესიული სტანდარტების გადამუშავება/შემუშავება DACUM მეთოდოლოგიით“.

სემინარზე მიმოიხილეს შემდეგი საკითხები:
• პროფესიული სტანდარტის, საგანმანათლებლო ჩარჩო დოკუმენტის, მოდულის შემუშავების წესი, ასევე, პროფესიული სტანდარტების შემუშავების მეთოდოლოგიები, პროგრამის შემუშავება DACUM მეთოდოლოგიით;
• პროფესიული სტანდარტი და შეფასების სტანდარტი, წარმოსადგენი დოკუმენტების შემუშავება და განხილვის პროცედურა;
• პროფესიული უნარების ტესტის შედგენა თითოეული სტანდარტისათვის;
• ფასილიტატორების როლი და ფუნქცია.

სემინარს ესწრებოდნენ პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ - ხელმძღვანელები, განათლებისა და დარგის ფასილიტატორები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

სემინარი „პროფესიათა ანალიზი და პროფესიული სტანდარტების გადამუშავება/შემუშავება DACUM მეთოდოლოგიით“