11 ნოემბერი 2016
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) ინიციატივით 9 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა დუალური მიდგომით პროგრამების განხორციელების პროცესში სტუდენტთა შეფასებისთვის სტუდენტის ჩანაწერების ჟურნალის შემოღებისა და მისი სტრუქტურის საკითხებზე მსჯელობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამისა და GIZ-ის წარმომადგენლები. ასევე, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებმაც 2016 წლის შემოდგომის მიღებისათვის სამუშაოზე დაფუძნებული - დუალური მიდგომით - უნდა განახორციელონ აგრარული მიმართულების მოდულური პროგრამები.
შეხვედრაზე განიხილეს მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამისთვის მომზადებული სტუდენტის ჩანაწერების ჟურნალის ნიმუში, რომელის დახვეწაზე მუშაობა სასწავლო პროცესის დაწყებამდე გაგრძელდება.