FAQ

საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების სწავლების მეთოდოლოგია განიხილეს

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
16 ნოემბერი 2016


14 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც სკოლის მოსწავლეებისათვის საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების სწავლების მეთოდოლოგია განიხილებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები. მხარეებმა პროფესიული ორიენტაციის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს 4 ადაპტირებული მოდულის (ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება, ცხოველების მოვლა, მებაღეობა და სანტექნიკური სამუშაოების წარმოება) მასწავლებლებისთვის შემუშავებული გზამკვლევის შესახებ. აღნიშნული გზამკვლევი მასწავლებლებს კურსის წარმართვაში დაეხმარება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სკოლის მოსწავლეებისათვის საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების შეთავაზება სკოლებისა და კოლეჯების ურთიერთთანამშრომლობით. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, სკოლაში სწავლის პარალელურად, ხელმისაწვდომი იქნება მათთვის საინტერესო პრაქტიკული პროფესიული კურსები.